ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

სოფელ მუქედში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დღეს გამგეობის  ზედამხედველობის და არქიტექტურის  სამსახურის უფროსმა ბესარიონ ახვლედიანმა დაათვალიერა.

საქართველოს მთავრობის N 1409 განკარგულებით სოფელ მუქედში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოთ გამოყოფილი თანხიდან,რომლის მთლიანი ოდენობა 390 200 ლარს შეადგენს,  23 სხვა და სხვა დასახელების სამუშაოს შესრულებაა დაგეგმილი .

აღნიშნული თანხით სოფელში მოეწყობა 4 საბოგირე გადასასვლელი 9 ხიდი ,რამოდენიმე ბეტონის გზა, გაბიონი და ბორდიურები .

ასევე დაგეგმილია გზების შეკეთება, არხების ამოწმენდის და მოსახლეობის ნაკვეთებს შორის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.

ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შპს „ზიმო“ ,  ბეტონის გზებს, ბორდიურებს და გაბიობნების რეაბილიტაციას შპს „ფირმა იმედი“ განახორციელებს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.