ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, სამტრედიის რაიონული სამმართველოს პროკურორი ვლადიმერ ურუმაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა.

საინფორმაციო შეხვედრას,რომელიც საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვას შეეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვანის რაიონული განყოფილების თნამშრომლებიც დაესწრნენ.

დისკუსიებში სხვა და სხვა თემებზე ,რომელიც საზოგადოების უხაფრთხოების დაცვას შეეხება, ვანის რაიონული სამმართველო ინტენსიურადაა ჩართული, რაც ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.