დღეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე მოადგილესთან ლაშა გიორგაძესთან ერთად სოფელ ისრითში იმყოფებოდა , სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
უფასო გამოკვლევები ისრითის საჯარო სკოლაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს და დღის ბოლომდე გაგრძელდება.
სამედიცინო კორპორაცია ევექსი იმერეთის გუბერნიისა და ვანის რაიონული გამგეობის მხარდაჭერით ახორციელებს უფასო სამედიცინო გასინჯვებს დიხაშხოს,ისრითის სულორის და ძულუხის მოსახლეობისათვის.
სამედიცინო მომსახურეობა პირველ რიგში მოიცავს კიბოს სკრინიგს, რომელიც არის სახელმწიფო პროგრამა და გულისხმობს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.(სკრინინგ კვლევით სარგებლობა შეუძლიათ 25 დან 70 წლამდე ქალბატონებს და მამაკაცებს.უფრო კონკრეტულად:
• ძუძუს კიბოს სკრინინგს ექვემდებარება 40-70 წლის ასაკის ქალები;
• საშვილოსნოს ყელის სკრინინგს 25-60 წლის ასაკის ქალები;
• პროსტატის კიბოს მართვას – 50–70 წლის ასაკის მამაკაცები;
• კოლორექტული კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესის პირები. )
კვლევებში მონაწილეობას იღებს ექიმ სპეციალისტები: ნევროლოგი, ორთოპედ- ტრამვატოლოგი, ქირურგი, მამოლოგი, გინეკოლოგი, ტარდება ლაბორატორიული და ეხოსკოპიური კვლევები.(აღნიშნულ კვლევებში ჩასართავად ასაკი შეზღდული არ არის და უფასო გამოკვლევის ჩატარების საშუალება აქვს ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანს.)
სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებენ ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმები.
მსგავსი აქცია ეტაპობრივად ვანის ყველა სოფელში ჩატარდება .
მისი ჩატარების დროის და ადგილის შესახებ წინასწარ შეიტყობთ ჩვენი ფეისბუქ გვერდის საშუალებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას !

 

.