მოგესალმებით ძვირფასო ვანელებო!

ჩვენ გვინდა მცირე დროით მივიქციო თქვენი ყურადღება და მოკლედ მოგახსენოთ ჩვენი საქმიანობის შესახებ, რაც განვახორციელეთ 2014 წლიდან დღემდე.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და ცენტრალური ხელისუფლების მხრდაჭერით და ხელშეწყობით, ვანის მუნიციპალიტეში 2014 წლიდან დღემდე განხორციელდა  მნიშვნელოვანი  პროექტები სხვადასხვა სფეროში.

მასშტაბური  პროექტები განხორციელდა მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურულ, კულტურულ,სპორტულ და საგანმანათლებო სფეროში;

საგრძნობლად გაიზარდა სოციალური სფეროს დაფინანსება;

ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩვენს მუნიციპალიტეტში უკვე აშენდა და დღესაც მიმდინარეობს ახალი საწარმოს მშენებლობა; განვითარდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები. კერძოდ:

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქ. ვანის,სოფელ ზეინდრის, გორას, შუა გორას,ფერეთას, მთისძირის,ზედავანის,ისრითის, სულორის, დიხაშხოს, ბზვანის, ციხესულორის, სალხინოს, ამაღლების, საპრასიის ,მუქედის, ყუმურის, ტობანიერის, შუამთის, უხუთისა და ძულუხის  სხვადასხვა უბნებში გზის რეაბილიტაციის 71 პროექტი განხორციელდა. მთლიანობაში დაიგო  46 კილომეტრი სიგრძის ასფალტო-ბეტონის საფარი, რაზედაც ბიუჯეტიდან  10 000 000 ლარი დაიხარჯა.

განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოების 97 პროექტი, ღირებულებით 1 200 429 ლარი.

2016 წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგეგების სალიკვიდაციოდ  მთავრობის გადაწყვეტილებით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 5 000 000 ლარამდე. განხორციელდა 700-დე პროექტი, რამაც მოიცვა მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია. შედეგად სრულად იქნა აღმოფხვრილი მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა 2 047 468 ლარი, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში განხორციელდა სხვადასხვა სახის მცირე მასშტაბის 567-დე პროექტი.

ქ. ვანსა და სხვადასხვა სოფლებში მოეწყო გარე განათების ათასი სანათი. პროექტის ღირებულებამ 481 372 ლარი შეადგინა.

 

განხორციელდა კულტურული და სპორტული ობიექტების რეაბილიტაციის 15 პროექტი, ღირებულებით 1 741 520 ლარი. მათ შორის ცენტრალური საფეხბურთო  სტადიონის, რაგბის სტადიონის, სპორტსკოლისა და კულტურის ცენტრის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 1 641 953 ლარი.

.  

ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინასებით ყოფილი „სატყეო მეურნეობის “ ეზოში იგეგმება კულტურულ-საგანმანათლებლო მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა.

ყოფილი „პოდოლსკის ქარხნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კი იგეგმება ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა.

პრიორიტეტულ სფეროდ იქნა აღიარებული და  განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას.

2014 წლამდე ვანის მუნიციპალიტეტში არსებულ ბაღებში მოშლლილი იყო ინფრასტრუქტურა და არანაირად არ  აკმაყოფილებდა ამ სფეროში არსებულ სახელწიფო სტანდარტებს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა და მიმდინარეობს 24 საბავშვო ბაღის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რაზეც ბიუჯეტიდან  1 590 545 ლარი დაიხარჯა.

სრულად რეაბილიტირდა და ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით  აღიჭურვა ქალაქის #1 და #2 საბავშვო ბაღი, ასევე სოფელ ზედავანის,სალხინოს ,ამაღლების, საპრასიის,ზეინდრის, ქვედა გორას, შუა გორას,სალომინაოსა და მუქედის საბავშვო ბაღები.

ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა მთისძირის, ფერეთას და ზედა გორას საბავშვო ბაღებს, ასევე უახლოეს მომავალში დაგეგმილია სარემონტო სამუშაოების განხორციელება  სოფელ დიხაშხოს საბავშვო ბაღშიც.

ამ დროისთვის მიმდინარეობს  სოფელ ბზვანის ,სულორისა და ციხესულორის  საბვშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია.

ახალი სასწავლო წლიდან ბაღების გაერთიანებას ასევე ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღი შეემატება,სოფელ ყუმურსა და სოფელ ინაშაურში.

აღსანიშნავია, რომ ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს  სოფელ შუამთაში,რომელიც გარდამავალი პროექტია და მომავალ წელს დასრულდება. უახლოეს დღეებში კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება სოფელ უხუთშიც. ასევე სამომავლოდ დაგეგმილია სოფელ ძულუხში არსებულ სკოლის შენობაში ახალი საბავშვო ბაღის მოწყობა.

   

გავითვალისწინეთ რა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გავზარდეთ, როგორც არსებული სოციალური პროგრამების რაოდენობა, ისე აღნიშნული  სფეროს დაფინანსება.

2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო  7 სოციალური დახმარების პროგრამა, რისთვისაც  გამოყოფილი იყო  მხოლოდ 185 560 ლარი, რომლითაც ისარგებლა 640-მდე ბენეფიციარმა.

2015 წლიდან დღემდე სოციალური პროგრამების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული სფეროს  დასაფინანსებლად კი ბიუჯეტიდან გამოიყო 1 664 000 ლარამდე.

აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა სოციალური დახმარების პროგრამით ისარგებლა 3 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა, რომელთა უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან 1 432 700 ლარი გაიცა.

გრდა ამისა აღნიშნულ პერიოდში გამგებლის სარეზერვო ფონდიდან სხვადასხვა სახის  დახმარება გაეწია 300-ზე მეტ ადამიანს,რაზეც დღეის მდგომარეობით დაიხარჯა 257 450 ლარამდე.

მუნიციპალიტეტში გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ,  2016 წელს “ჯიპიაი ჰოლდინგიმა“ ახალი სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაციისთვის მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

შედეგად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და დაწესებულება აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით, რამაც გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურება.

2015 წელს  სახელმწიფომ, კერძოდ შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტრომ ვანის მუინიცპალიტეტს საჩუქრად გადასცა ორი ერთეული მაღალი და მსუბუქი გამავლობის მქონე სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ავტომობილი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი. შესაბამისად პაციენტებს მიეცათ შესაძლებლობა დროულად მიიღონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ასევე სასიკეთო ცვლილებები შეეხო ვანის სახნძრო-სამაშველო სამსახურს. დღეის მდგომარეობით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ.ვანის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ემსახურება 4 ერთეული ავტომანქანა. აქედან 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამსახურს გადაეცა მაღალი გამავლობის KAMAZ-ის მარკის ერთი ერთეული ავტომანქანა, ხოლო ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის გრიგოლ ლილუაშვილის უშუალო შუამდგომლობით კი მ/წელს შსს-ს მიერ სამსახურს გადაეცა MITSUBISI PAJERO-ს მარკის მაღალი გამავლობის ერთი ერთეული ავტომანქანა, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი.

ვანის მუნიციპალიტეტში 2017 წელს შესამჩნევად გაიზარდა დასუფთავების ხარისხიც. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ცენტრალური ხელისუფლების ორგანიზებითა და შუამდგომლობით (550 978 ლარის ოდენობის გრძელვადიანი კრედით) შეძენილი იქნა ორი თვითმცლელი დაბალი და მაღალი გამავლობის ნაგავმზიდი და 100 ერთეული ნაგვის კონტეინერი,რომლებიც განაწილდა მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე. სამომავლოდ იგეგმება მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ნაგვის კონტეინერებით უზრუნველყოფა და შესაბამისი მომსახურების გაწევა.

2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტში აშენებულ იქნა  30 კმ. სიგრძის ახალი გაზსადენი. მათ შორის: 2015 წელს – 5 კმ; 2016 წელს – 25 კმ. შედეგად გაზიფიცირებით ისარგებლა 1916 ახალმა აბონენტმა.  ხოლო მ/წელს დაგეგმილია დამატებით 85 კმ-ის მშენებლობა, კერძოდ: სოფელ ძულუხში, სულორსა და ციხისუბანში, რომლის შედეგადაც ჩამოთვლილი სოფლების 512 ოჯახი  იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016-2017 წლების პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“  მიერ ვანის მუნიციპალიტეტში გასულ წელს დასრულდა  გამრიცხველიანების პროცესი. ასევე მიმდინარეობს  დაბალი და  მაღალი ძაბვის ბოძების ეტაპობრივი რეაბილიტაცია, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის კუთხითაც. კერძოდ, 2014 წლიდან დღემდე  ვანის მუნიციპალიტეტში აშენდა 8 კმ სიგრძის წყალგამტარი გამანაწილებელი ქსელი, რომლის შედეგად წყალმომარაგებით უსასყიდლოდ ისარგებლა 500-ზე მეტმა აბონენტმა. აღსანიშნავია, რომ აქედან 7 კმ  აშენდა მხოლოდ 2016 წელს და მომარგდა 230 აბონენტი, რაც განხორციელდა ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის გრიგოლ ლილუაშვილის უშუალო შუამდგომლობით და მხარდაჭერით.

სახელმწიფოს ხელშეწყობით  ვანში საგრძნობლად განვითარდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები. შეიქმნა 26 სტატუსის მქონე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ამათგან 9 კოოპერატივი გამარჯვებულია საგრანტო პროგრამაში ,რომლის საშუალებითაც მათ  2015-2017 წლებში შეიძნეს 41 ერთეული სხვადასხვა დასახელების სასოფლო სამეურნეო ტექნიკა.

2015-2017 წლებში მუნიციპალიტეტში აშენდა და მიმდინარეობს რამდენიმე საწარმოს მშენებლობა. კერძდ, სოფელ ბზვანში სახელმწიფოს 400 000 ლარიანი  თანადაფინანსებით აშენდა დაფნის გადამამუშავებელი საწარმო. პროექტის საერთო ღირებულებაა 1 000 000 ლარი, რომელშიც 600 000 ლარს ინვესტიცია შეადგენს. საწარმოში დასაქმებულია 30 ადგილობრივი მაცხოვრებელი. იგეგმება კიდევ ასამდე ადამიანის დასაქმება.

სოფელ ამაღლებაში ფუნქციონირებს თხილის გადამაუშავებელი ქარხანა,სადაც ხდება თხილის მიღება, დასაწყობება და გადამუშავება. 2016 წელს აღნიშნულმა საწარმომ სახელმწიფოსგან ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რომლის ფარგლებშიც საწარმოს გასაფართოებლად მიიღო 120  000 დოლარი. აღნიშნულ საწარმოში 80 ადამიანია დასაქმებული.

ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის და კომპოზიტური არმატურის საწარმოს მშენებლობა.

ახალ საწარმოში 38 სამუშაო ადგილი შეიქმნება და ჯამში 440 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

მუნიციპალიტეტში ხორციელდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობითა და იუსტიციის სამინისრტოს ინიციატივით უახლოეს პერიოდში სოფელ ზეინდარში საზოგადოებრი ცენტრის მშენებლობა დასრულდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს რაიონიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში მიიღოს სხვადასხვა სახის მათთვის საჭირო სერვისი და მომსახურება.

ზემოთ აღნიშნულ პერიოდებში მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებიდან გამოვყოფდით ყველაზე მნიშვნელოვანს, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტს რეგიონის ტურისტულ ცენტრად აქცევს. ეს არის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების დაცვით მიმდინარე ვანის ნაქალაქარის რეაბილიტაცია და არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა.

სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ტერიტორიაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროქექტების განხორციელება.

კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის, მუზეუმამდე მისასვლელი გზისა და მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვის სამუშაოები.

ამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის, კერძოდ მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა სამომავლოდ ჩვენს მიერ დაგეგმილია კიდევ უფრო მეტი სხვადასხვა სახის პროექტი, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ჩვენი რაიონის წინსვლასა და განავითარებას.  გმადლობთ ყურადღებისთვის!