კურორტები

         კურორტი სულორი

   კურორტი „სულორი“ ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. უშუალოდ კურორტის დაქვემდებარებაშია 3 ჰექტარი ტერიტორია. იგი მდებარეობს აჭარა-ახალციხის მთის კალთებზე, ვანის რაიონის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 9 კმ-ის დაშორებით მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 250 მეტრზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1125 ადამიანი.
სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ჰავა ნოტიო-სუბტროპიკული. იცის რბილი უთოვლო ზამთარი. (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსი) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსი) ნალექები 1600 მმ წელიწადში.

   კურორტ სულორის სამკურნალო წყლებს ოგითგანვე იცნობდნენ მთელ საქართველოში. წინათ ის ცნობილი იყო დვალიშვილების  აბანოების სახელწოდებით. დამსვენებლების კურორტით დაინტერესებას თერმული რადიაქტიული მინერალური წყლები განაპირობებს, დაბალი მინერალიზაციის სუსტი სულფიდური სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომლის ტემპერატურა, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის პერიოდში 38 გრადუსს აღწევს. იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა თავისი აღჭურვილობით.და ბალნეოთერაპიული მკურნალობისთვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანა.

კურორტმა თავის არსებობის ისტორიაში უკვე 3000 ბავშვს მოემსახურა კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტი ყოველ წელს საზაფხულო ბანაკი იხსნება,სადაც იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან წარჩინებულ მოსწავლეები უფასოდ ისვენებენ. გასულ წელს კურორტმა 150 ბავშვს უმასპინძლა.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კურორტზე ადგილობრივი 24 ბვშვის დასვენება 4800 ლარით უზრუნველყო. კურორტი მუშაობს სეზონურად 6 თვე. დასასვენებელი კომპლექსის ხუთი ბინიდან მხოლოდ სამი კოტეჯი ფუნქციონირებს, ორი კი ავარიულ მდგომარეობაშია.

  სულორამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაგებულია. სულორის ცენტში მოწყობილია სკვერი.   მოწყობილია საფეხბურთო მოედნის განათება, სოფლის თითქმის ყველა უბანში საავტომობილო გზა შეკეთებულია.

  მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს სულორის კოშკი,  ადამიანი. სოფელში დგას ისტორიული კოშკი-გორმაღალის ციხე და ქვანთახევის ეკლესია.

                                                               კურორტი ამაღლება

   ბალნეოლოგიური კურორტი ამაღლება მდებარეობს მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე, მდინარე კვინწყალის ორივე ნაპირზე, ვანისრაიონული ცენტრის მახლობლად.

   მოსახლეობა შეადგენს 600 კომლს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1357 ადამიანი.

   კურორტი 1975 წლიდან ფუნქციონირებს, მის მთავარ ღირსებას მინერალური თერმული წყლები წარმოადგენს, რომლის ტემპერატურა 400-ს აღემატება და სამკურნალო თვისებები გააჩნია: შეიცავს ნატრიუმს, ქლორს, ნახშირორჟანგს და კაჟმჟავას. ‘’ამაღლების’’ მინერალური წყალი აბაზანის სახით შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. კურორტ ამაღლებასთან აღმოჩენილია მინერალურიწყალი “ჭოკიანი”, რომელიც მიეკუთვნება ნახშირმჟავა-ქლორიდული, ჰიდროკარბონატულ, კალციუმ-ნატრიუმიანი წყლების ჯგუფს, ‘’ჭოკიანის’’ მინერალური წყალი გამოიყენება დიაბეტით დაავადების დროს. გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ წყალს გააჩნია შაქრის შემცირების უნარი. ის შეიძლება გამოყენებული იქნას ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ქრონიკული გასტრიტი, ქრონიკული კოლიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი. სწორედ ამ სამკურნალო წყლების წყალობით, კურორტი „ამაღლება“ მალევე გახდა ცნობილი და  დამსვენებლების  ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა. ამასთან ერთად, მრავალი წლის განმავლობაში, მოსახლეობისათვის შემოსავლის წყაროდაც იქცა. ასეა დღესაც, თუმცა მასშტაბი გაცილებით მცირეა.

   კურორტ „ამაღლების“ ირგვლივ ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც  აღნიშნული ადგილი 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის თავშესაფარი გახდა. მაშინ კურორტმა 36 ოჯახი შეიფარა. რასაც შენობების, რომლებიც ტურისტებისათვის იყო გათვლილი,  მთლიანად დაკავება მოჰყვა. ამას იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული რთული ვითარებაც დაემატა და კურორტისათვის აღარავის ეცალა. ინვენტარი კი, რომელიც აღნიშნული კურორტის მფლობელობაში იყო, ჩამოიწერა და მფლობელობაში დევნილებს გადაეცათ. ამას ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანება მოჰყვა და კურორტმაც მნიშვნელოვნად შეიცვალა სახე.

აფხაზეთიდან დევნილები კურორტ „ამაღლების“ ტერიტორიაზე 19 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2011-12 წლებში, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დევნილებმა აღნიშნული   ტერიტორიის ეტაპობრივად დატოვება დაიწყეს და ისინი ფოთსა და ბათუმში, მათთვის განკუთვნილ შენობებში გადაანაწილეს.  ამჟამად, კურორტის ტერიტორიაზე 4 ოჯახი ცხოვრობს.

   კურორტი „ამაღლება“ დღეს სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და იგი ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაშია.