თავმჯდომარე

1. aleksandre photo

ალექსანდრე ლილუაშვილი
დაბადების თარიღი და ადგილი: 1964 წლის 30 ივლისი, ქ. თბილისი.
განათლება:
1981 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N123-ე საშუალო სკოლის სრული კურსი;
1990 -1996 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერების აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტთან არსებულ თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
სამუშაო გამოცდილება:
1985-1987 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში ლაბორანტად;
1998-2000 წლებში მუშაობდა თბილისის სოციალურ ეკონომიკურ უნივერსიტეტში იურისტად;
1999 წელს კითხულობდა ლექციებს კერძო სამართალში თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ უნივერსიტეტში;
2000-2002 წლებში მონაწილეობდა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მიერ შექმნილ სასამართლო პრაქტიკის შემსწავლელ კომისიაში;
2004-2005 წლებში მუშაობდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იურისტად, 2005-2008 წლებში – ამავე დაწესებულების კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსად;
2006-2009 წლებში სწავლობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტურანტურაში სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალიზაციით;
2006 წელს მაისში მონაწილეობდა საერთო სამართლისა და დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა ქართულ-ამერიკულ სახელშეკრულებო სამართლის აქტუალურ საკითხებს.
2009 წელს მაისში მონაწილეობდა თსუ-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „გლობალიზაციის სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები“;
2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სამოქალაქო საპროცესო სამართალში;
2012 წელს აპრილიდან არის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ვანის საარჩევნო შტაბის იურისტი;
2014 წლის მარტიდან დღემდე არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე;
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას იყო კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვანის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე.
2014 წლის 14 ივლისიდან 2017 წლის 20 ნოემბრამდე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.
2017 წლის 20 ნოემბერს ხელმეორედ არჩეულ იქნა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ.
დამატებითი ინფორმაცია:
ალექსანდრე ლილუაშვილს გამოქვეყნებული აქვს სამი სტატია:
1. „სამოქალაქო საქმეთა წარმოების განახლების არსი და საფუძვლები სამოქალაქო საპროცესო სამართალში“, ჟურნალი „ კომერსანტი “ , N3 /2009 წ.;
2. „კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის წესი და ფორმა საქართველოში 1924-1996 წლების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში“, ჟურნალი „კომერსანტი“, N2/2010 წ.;
3. „საქმის წარმოების განახლება აშშ-ში სამოქალაქო საპროცესო კანონდებლობით“ ჟურნალი „კომერსანტი“, თბილისი, N2/ 2010 წ.

ფლობს რუსულ, ფრანგულ ენებს და საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ერთი შვილი.
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: 591005237; ელ. ფოსტა: alelilua@mail.ru