თავმჯდომარის მოადგილე

Giorgi
გიორგი ივანიაძე
დაბადების თარიღი და ადგილი: 1977 წლის 7 ნოემბერი, ვანი.
განათლება:
1994 წელს წარჩინებით დაამთავრა ვანის რაიონის ტიციან ტაბიძის სახელობის სოფელ შუამთის საშუალო სკოლა.
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით – საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი.
2000 წელს „საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის“ ფარგლებში სტაჟირება გაიარა აშშ-ს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში.
სამუშაო გამოცდილება:
1998-2002 წწ. – ვანის რაიონული საკრებულოსა და მუქედის თემის საკრებულოს წევრი;
2000-2002 წწ. – ვანის რაიონული საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
2002-2004 წწ. – მუქედის თემის საკრებულოს თავმჯდომარე და ვანის ასოცირებული საკრებულოს წევრი;
2004-2005 წწ. – ვანის რაიონული გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი;
2006-2010 წწ. – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
2006-2014 წწ. – ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი;
2011 წლის სექტემბრიდან – სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი;
2014 წლის 15 ივლისიდან – 2015 წლის 27 ივლისამდე – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
2015 წლის 27 ივლისიდან 2017 წლის ნოემბრამდე – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2017 წლის 24 ნოემბერს ხელმეორედ იქნა არჩეული ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.

დამატებითი ინფორმაცია:
2006-2016 წწ. – საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი;  ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე (2006-2010 წწ. და 2013-2016 წწ. );
2004 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის თარჯიმანი ვანის საარჩევნო ოლქში;
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველოს რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანის N53 საარჩევნო ოლქში.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ცესკოს ტრენერი და წარმომადგენელი ვანის N53 საარჩევნო ოლქში;
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ვანის N53 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი საქართველოს რესპუბლიკური პარტიიდან.
2010 წელს გაიმარჯვა „საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამაში“ და 1-თვიანი პრაქტიკური კურსი გაიარა აშშ-ს ვაშინგტონის შტატის ქალაქ პროსერის ადმინისტრაციაში.
2010 წლის 7-9 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ქალაქ ვაშინგტონში აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში.
2011-2012 წლებში იყო მომხსენებელი „ამერიკული საბჭოების“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე. არის ავტორი პროექტისა „პატარა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“, რის შედეგადაც ვანის მუნიციპალიტეტი დაუძმობილდა აშშ-ს ვაშინგტონის შტატის ქალაქ პროსერს.
ფლობს უფროსი მასწავლებლისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატებს;

უცხო ენები: ინგლისური (კარგად), რუსული (კარგად) და ფრანგული (საშუალოდ)

კომპიუტერული პროგრამები: Windows xp, Ms Word, Ms Excel, Ms PowerPoint, Adobe Pagemaker, Adobe Reader, Internet Explorer…
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ოთხი შვილი.
საკონტაქტო ინფორმაცია: ვანის მუნიციპალიტეტი, სოფელი შუამთა; ტელ.: 593943461; ელ.ფოსტა: giorgivani@yahoo.com