გამგებელი

ზაზა ხურციძე

ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე დაიბადა 1976 წლის 28 თებერვალს ქ. ვანში.

1991 წელს დაამთავრა სოფელ დიხაშხოს არასრული საშუალო სკოლა,1993 წელს კი სოფელ სალხინოს საშუალო სკოლა .
უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო მოსკოვის ეკონომიკის პოლიტიკის და
სამართლის ინსტიტუტში. არის სამართალმცოდნე.
2002წელს მუშაობა დაიწყო იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის
რეფორმებისა და მონიტორინგის დეპარტამენტში, მონიტორინგის სამმართველოს მრჩევლის თანამდებობაზე.
მისი კარიერა ძირითადად იუსტიციის სამინისტროს უკავშირდება, იყო გენერალური
ინსპექციის სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს მრჩეველი .
2005 წლიდან ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო
დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოებათა სამმართველოს.
2008წელს გადავიდა შ.პ.ს. „მოთხოვნათა მართვის კომპანიაში“ განყოფილების უფროსად.
2014წლის იანვრიდან არჩევნებამდე მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვანის რაიონული განყოფილების უფროსად.

ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი