იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ და ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა სოფელ სალომინაოში მცხოვრებ 100 წლის პაშა ნიჟარაძეს იუბილე მიულოცეს და დღეგრძელთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცეს .
დღეგრძელთა დახმარების პროგრამა მუნიციპალური პროგრამების ჩამონათვალში ერთ-ერთია, რომელის ფარგლებშიც 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ყოველწლიურად 1000 ლარი გადაეცემათ .
აღნიშნული სოციალური პროგრამა ვანის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან ამოქმედა და დღემდე პროგრამის ფარგლებში 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 000 ლარი გაიცა.