ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის თავზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განკარგულებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.