ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაგეგმილი აქვს მ/წლის 11-12 და13 ნოემბერს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება. (ობიექტების ნუსხა სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო ღირებულების მითითებით თან ერთვის) სამშენებლო ორგანიზაციებს (ინდ. მეწარმეებს), რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება და სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში გთხოვთ, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს 12 საათამდე წარმოადგინონ შესაბამისი განცხადებები. განცხადებაში მითითებულ უნდა იქნას კონკრეტული ობიექტის (ობიექტების) რეაბილიტაციაზე პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებები, რომლის შესრულებაზეც პრედედენტი იკისრებს ვალდებულებას. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოს შესრულების შესახებ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია წინასწარ დაათვალიეროს მისთვის სასურველი ობიექტი. განცხადებები მიიღება მისამართზე: ქ.ვანი. თავისუფლების ქუჩა № 65. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ. ვანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს. ტელეფონი: 5 91 300 280. 595 90 80 73.