18 ნოემბერს გაიმართა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა სამი საკითხი. ცვლილებები იქნა შეტანილი ვანის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში, ასევე საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას დაემატა 10 ობიექტი და განისაზღვრა მათი ღირებულება. კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ვანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში: შუამთაში, მუქედში, ამაღლებაში, ზეინდარში, გადიდში, ზედავანში. სხდომაზე საკრებულოს მიერ ცნობილ იქნა საკრებულოს ახალი წევრის ზედავანის მაჟორიტარული ოლქიდან არჩეული რაულ ძაგნიძის უფლებამოსილება.