19 ოქტომბერს გაიმართა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც საკრებულოს 20 წევრი ესწრებოდა. სხდომაზე განხილულ იქნა ორი საკითხი: ვანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი წარმოადგინა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გიორგი ნამიჭეიშვილმა. კერძოდ: ბიუჯეტის შემოსულობები გაიზარდა 190 ათასი ლარით: ქონების გადასახადი – 165 ათასი ლარი, საპირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის – 15 ათასი ლარი, არაფინანსური აქტივების კლება – 10 ათასი ლარი. შემოსავლების პარალელურად გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯები: ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ „სულორი ვანი“-ს დაფინანსება გაიზარდა 130 ათასი ლარით, ა(ა)იპ „კომუნალური გაეთიანების“ – 30 ათასი ლარით, სამედიცინო დახმარების პროგრამა – 20 ათასი ლარით, დაკრძალვის ხარჯები – 5 ათასი ლარით, გამგებლის სარეზერვო ფონდი – 15 ათასი ლარით. ცვლილება ერთხმად იქნა მხარდაჭერილი. საკრებულომ ასევე ცნობად მიიღო ინფორმაცია ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ გელა ვარდოსანიძის არჩევის თაობაზე.