26 დეკემბერს ორშაბათს 16:00 სთ–ზე ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ლ. გერსამიას სახ. კულტურის ცენტრში საახალწლო, საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქველმოქმედო ჯგუფის „მძიმე ჯვარის“ წევრები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საახალწლო სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები, ფოლკლორი, ახალგაზრდა პოეტების ლექსები.
ღონისძიების ბოლოს ქველმოქმედებიდან მიღებული თანხა სრულიად გადაეცემა ვანის შშმ პირთა დაცვისა და რეაბილიტაციის ცენტრში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
ღონისძიების საქველმოქმედო ხასიათიდან გამომდინარე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ბილეთები შეიძინონ სალაროში ან მიმართონ გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს.
ბილეთის ფასი: 2 ლარი