იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულიმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა, იმერეთის ყველაზე უხუცეს ქალბატონს დედის დღე მიულოცეს.
1906 წელს დაბადებულ თამარ ჩუბინიძეს წელს 112 წელი შეუსრულდა,მას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა საჩუქრად 1000 ლარი.
დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმერეთში ყველაზე უხუცეს ქალბატონს ტკბილეულის კალათა და ყვავილების თაიგულები მიართვეს.