ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე რეაბილიტაციის პროცესი სრულდება.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა დაათვალიერა.
აღნიშნული გზის აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი და ჯი“ ახორციელებს.
ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (კოპიტნარის მიმართულებით) გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის მიმდინარეობის მესამე ეტაპზე ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 499 999 ლარი დაიხარჯა.
რეაბილიტაციის სამივე ეტაპზე ჯამში მოეწყო 5300 მ ასფალტის საფარი.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ქვიშა-ხრეშოვანი გვერდულების და რკინა-ბეტონის კიუეტების მოწყობის სამუშოები.
დაგეგმილია რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპიც, რომლის ფარგლებშიც მომავალი წლის გაზაფხულზე უკვე სრულად დაიგება სოფელ საპრასიის ცენტრამდე მისასვლელი გზა.