ვანის მუნიციპალიტეტში ამაღლება- საპრასიის თემების დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე , ასფალტის საფარი იგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 326 053 ლარით ფინანსდება .
ინაშაურის მიმართულებით 1 600 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს ი/მ „დავით სიჭინავა“ ახორციელებს.
დღეს სამუშაოების მიმდინარეობას გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა გიორგაძე და გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ბესარიონ ახვლედიანი ადგილზე გაეცნო .
როგორც სპეციალისტები აცხადებენ რეაბილიტაციის პროცესი ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.