ვანის მუნიციპალიტეტის ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით სოფელ ამაღლებაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 214 000 ლარიდან 55 დასახელების სამუშაო შესრულდება.
ამ დროსთვის სოფელ ამაღლებასა და ინაშაურში ინტენსიურად მიმდინარეობს გზის შეკეთების სამუშაოები.
სტიქიის ლიკვიდაციის პროგრამით ორივე სოფელში იხრეშება ოცამდე შიდა სუბნო გზა და ჩიხი, ეწყობა 9 წყალგამტარი მილი, 5 ბოგირი და რკინა-ბეტონის კიუეტი .
ინაშაურში ვიქტორ რიჟამაძის სახლთან, მდინარე კვინისწყალზე ლოდის ნაპირსამაგრის მოწყობა 41 700 ლარით დაფინანსდება.
ასევე ამაღლებაში, მდინარე კვინისწყალზე კაკაურიძეების სახლთან გაბიონის მოსაწყობად 38 000 ლარი დაიხარჯება.
სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს, შპს „ევროტექნიკსი“, გაბიონებს და ნაპირსამაგრ სამუშაოებს კი შპს „გორკემი“ ახორციელებს.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ვადების დაცვით ხარისხიანად ხორციელდება.