ვანში გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე, „ვანის სულორის“ და თურქეთის რესპუბლიკის ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქების, ართვინის, რიზეს და ტრაპზონის ვეტერან ფეხბურთელთა შემადგენლობა ეწვია.
ამხანაგური შეხვედრის დაწყებამდე სტუმრებს მიესალმა ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე.
სტუმრების პატივსაცემად კი ვანის მოსწავლე ახალგაზრდობის და შუამთის კულტურის სახლის შემოქმედებითი კოლექტივების მიერ საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ამხანაგური მატჩი გუნდების შორის სტუმართა მცირე უპირატესობით ანგარიშით 2:1
დასრულდა.
დღეს თურქეთის რესპუბლიკის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდი ქუთაისში გვირილობის ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრება ,შემდგომ კი ადგილობრივ „ტორპედოსთან „გამართავს ამხანაგურ მატჩს.