ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში,ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ვანელი მსმენელისთვის სოლო კონცერტი გამართა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
საღამომ ძალზედ სასიამოვნო ვითარებაში ჩიარა, მომღერალმა მსმენელისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერები შეასრულა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.