ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში ,შუამთის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „საჩინო“ დავით ნაფეტვარიძის ხელმძღვანელობით მაყურებლის წინაშე წლის შემაჯამებელი კონცერტით წარსდგა.
ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ქორეოგრაფიული ანსამბლი „საჩინო“ უკვე მეხუთე წელია მოღვაწეობს ,ის საქართველოს მასშტაბით რამოდენიმე ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია.