დღეს ვანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დარბაზში სისხლის ბანკის ინიციატივით აქცია ჩატარდა სახელწოდებით „გაიღე სისხლი ბავშვებისთვის“.
ბავშვების გადასარჩენად სისხლი, ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა გაიღეს.
აღნიშნული აქცია ვანის მუნიციპალიტეტში უკვე რამდენჯერმე ჩატარდა,როგორც ორგანიზატორები აცხადებენ მსგავსი აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც გაგრძლდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს.