ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციის კიდევ ერთი ქვე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტით გათვალისწინებულია: მუზეუმის არსებული ძველი შენობის სრული დემონტაჟი,ახალი ოთხსართულიანი კარსტული ნაგებობის მშენებლობა ,მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა,შენობის უსაფრთხოების, განათების ,ვენტილაციის ,გათბობის,სატელეფონო ხაზების და კომპიუტერული ქსელების,ხანძარსაწინააღმდეგო და წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების მოწყობა.
შენობა გათბება ელექტროენერგიით.
სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მისი გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინება ,ამიტომაც მოეწყობა ერთი დიდი ნაგავსაყრელი სადაც მოხდება სამშენებლო ნარჩენების დაყრა და მოსწორება,დაუშვებელია მდინარის დაბინძურება,ამიტომ ნაგავსაყრელი მდინარისგან მოშორებით უნდა მოეწყოს.
ადგილზე მომუშავი ტექნიკისთვის მოხდება ერთი მარშრუტის შერჩევა რათა ტრანსპორტის მოძრაობამ არ დააზიანოს მცენარეული საფარი.
ქვეპროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ შემუშავებული ვანის არქეოლოგიური ობიექტის აღდგენის ზოგადი კონცეფციის თანახმად ,სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.