ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ,სოფელ ბზვანის ცენტრის ბაღდათი-ვანის მაგისტრალთან შემაერთებელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.
აღნიშნული გზის აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გეორგიან ბუილდ“ -ი ახორციელებს.
სოფელ ბზვანში 1,600 მ ასფალტის საფარის მოსაწყობად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 499 776 ლარი დაიხარჯება.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად სამუშაოები 21 აპრილს უნდა დასრულდეს.