დღეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ ,საკუთარ კაბინეტში „ვანის ეტალონ მოსწავლეს“- დავით მჟავანაძეს და ისრითის საჯარო სკოლის დირექტორს კობა შენგელიას უმასპინძლა.
გამგებელმა დავითს „ეტალონი“-ს ფინალურ რაუნდში ვანის მუნიციპალიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა .
დავით მჟავანაძე სოფელ ისრითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია,მან მონაწილეობა მიიღო სოციალურ-საგამანათლებლო მედიაპროექტში „ეტალონი“ და „ვანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა.
ის 21 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალშიც იღებდა მონაწილეობას.
როგორც სოფელ ისრითის სკოლის დირექტორი კობა შენგელია აცხადებს დავით მჟავანაძე საატესტატო გამოცდებში მიღწეული წარმატების გამო ვერცხლის მედლის მფლობელი გახდება.