იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, რეგიონში გასვლითი შეხვედრების ფარგლებში , სამუაშო შეხვედრა დღეს ვანის მუნიციპალიტეტში გამართა. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრას ,მხარის პირველ პირებთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ამ დროისთვის ვანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და უკვე დასრულებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალურ-ეკონომიკური პროექტები. გარდა ამისა იმსჯელეს იმ აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას აწუხებს. ,,დღევანდელი დღის ჩათვლით 9 მუნიციპალიტეტში უკვე ვიყავი, გავეცანი თითოეულ მათგანში რა პროექტები ხორციელდება და რა არის გასაკეთებელი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ჩემი შეხვედრების მთავარი ამოცანაა სიღრმისეულად გავეცნო ყველა საკითხსა თუ პრობლემას, რადგან სწორი ანალიზი გავაკეთო რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ეტაპობრივად მოვაგვაროთ. გარდა თვითმმართველობის წარმომადგენლებისა აუცილებლად შევხვდები მოქალაქეებს და მათგანაც მოვისმენ რა არის მათთვის პრიორიტეტი. გაძლევთ პირობას, რომ თითოეული თქვენგანი აქტიურად ჩაერთვებით მუნიციპალიტეტის განვითარებაში და ერთად განვსაზღვრავთ 2019 წლის პრიორიტეტებს“-აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.