ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებთან ერთად ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ გზაზე, ინაშაურის მიმართულებით მიმდინარე გზის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ხორციელდება გარდამავალი პროექტის ფარგლებში და წელს ინაშაურის მიმართულებით დაიგება 2 790 მეტრი ასფალტის საფარი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ პალადა „ ახორციელებს. გზის აღდგენითი სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ 639 970 ლარით ფინანსდება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ გზაზე, ინაშაურის მიმართულებით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად მიმდინარეობს.