ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა ნოტარიუსთა გამოცდების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ვანის მუნიციპალიტეტში ნოტარიუსის დანიშვნის აუცილებლობასა და ამისთვის საჭირო საგამოცდო თემატიკაზე იმსჯელეს .
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხდა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში .
კონკურსანტებმა საბუთები უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე trainigcenter@tcj.gov.ge 2016 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით .
საგამოცდო თემატიკის,განრიგის,წარსადგენი დოკუმენტაციის და საბანკო რეკვიზიტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. www.tcj.gov.ge