ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაბაჯოურის უბანში, მდინარე სულორზე ხიდის მშენებლობის მიმდინარეობა დათვალიერეს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გრინვეი“-ს მიერ მდინარე სულორზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
იგება რკინის ერთმალიანი კონსტრუქცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდის მალებზე სავალი ნაწილის მოწყობის სამუშაოები .
მდინარე სულორზე არსებული ძველი ხიდი სტიქიის გამო დაზიანდა და მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველი გახდა, ახალი ხიდის მშენებლობა კი საგრძნობლად მარტივს და უსაფრთხოს გახდის როგორც საფეხმავლო, ისე საავტომობილო მიმოსვლას.
აღნიშნული ხიდის მშენებლობაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 280 000 ლარი დაიხარჯება.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად სამუშაოები მაისში დასრულდება.