ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით წარმოდგენილი იქნა საქველმოქმედო პროექტი – “ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია, შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსნი.“ ღონისძიებას ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი,ეპარქიის სამღვდელო დასი,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ. კულტურის ცენტრის სცენაზე წარმოდგენილმა “ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურულ-მხატვრულმა კომპოზიციამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.