მერიის სააქტო დარბაზში მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში , ოთხშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა.
თათბირს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
სამუშაო შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წერილი გააცნეს, რომელშიც საუბარია წითელას მომატებული შემთხვევების შესახებ და იმსჯელეს წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლის მიზანია ერთის მხრივ არაიმუნიზებული პირების არაგეგმიურად აცრა წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით, ხოლო მეორეს მხრივ გეგმიურ აცრას დაქვემდებარებული ასაკობრივი ჯგუფების აცრებით მოცვის მაჩვენებლის გაზრდა.
დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საგაზაფხულო პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს, სეროლოგიურ კვლევებს და ცხოველთა იდენტიფიკაციას.
ღონისძიების დროულად და ეფექტურად გატარების მიზნით მერის წარმომადგენლებს დაევალათ ,აღმოუჩინონ სათანადო დახმარება სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ზემოაღნიშნული კამპანიების ორგანიზებულად გადაწყვეტაში.
დღესვე თათბირზე (ა)იპ ვანის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ლილუაშვილმა მერის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მაისის თვეში ,იმერეთის რეგიონში გასამართი ყველის ფესტივალის შესახებ .
“მნიშვნელოვანია ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერების ჩართულობა აღნიშნულ ფესტივალში, რათა კულინარიული კუთხითაც, ინდივიდუალურად და ღირსეულად წარმოჩინდეს ვანის მუნიციპალიტეტი ქართველი და უცხოელი დამთვალიერებლების წინაშე.“ აღნიშნა ნანა ლილუაშვილმა.
მსგავსი თათბირები ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველი კვირის ოთხშაბათს იმართება, რაც სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას უზრუნველჰყოფს.