მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
აქციაში ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ,მერის მოადგილეები,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოხალისეებიც ჩაერთვნენ.
აქციის მონაწილეებმა ვანის მუნიციპალიტეტის მთელს ტერირორიაზე არსებული დაბინძურებული გზის და მდინარის ნაპირები დაასუფთავეს.
15 სექტემბერს, მთელ მსოფლიოში დასუფთავების მასშტაბური აქციები ტარდება!
კამპანიას „Let’s Do It! World! – მოდი გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის!“ საფუძველი ჩაეყარა 2008 წელს და მისი ინიციატორი ესტონეტია, რომელმაც ათასობით მოხალისე გააერთიანა დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მისაღებად!
ამ დროისთვის აღნიშნულ ინიციატივაში ჩართულია მსოფლიოს 150 ქვეყნის მოსახლეობა და მათ შორის საქართველოც.