ქალაქ ვანის N1 საბავშვო ბაღში დამამთავრებელი ჯგუფის გამოსაშვები საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი გვანცა სიგუა,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
ეს ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღის პირველი გამოშვებაა.
აღსანიშნავია რომ ბაღის მშენებლობა გასული წლის მიწურულს დაიწყო, შენობა 200 ბავშვზეა გათვლილი და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
შენობის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 381. 000 ლარი დაიხარჯა.
წელს აღნიშნული ბაღის 30 აღსაზრდელი პირველკლასელის სტატუსს მოირგებს.