ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრის სცენაზე გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართა .
ღონისძიებაზე ადგილობრივი შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი იყო ახალი წლის თემაზე შექმნილი ქართული თუ უცხოური სიმღერები და იუმორისტული ნომრები.
საახალწლო კონცერტს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ტაბიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
საღამომ სასიამოვნოდ,მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე ჩიარა და ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანებამ ქალბატონ ლელა ადეიშვილის ხელმძღვანელობით.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, საუკეთესო სურვილებით!