ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში მომუშავე პირებს უფასო სკრინინგ კვლევები ჩაუტარდათ.
ვანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ბაღების პერსონალს პრევენციის მიზნით ჩაუტარდათ სპეციალური შემოწმება .
სკრინინგი მოიცავდა კვლევებს : აივ ინფექციებზე, c ჰეპატიტზე ,ტუბერკულიოზსა და ჰიპერტონიაზე .
კვლევის მიზანია გადამდებ ინფექციათა დროული გამოვლენა ,რათა თვიდან იქნას აცილებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა დაინფიცირების რისკები.
ვანის მუნიციპალიტეტის ბაღების პერსონალი გეგმიურად , ყოველ ექვს თვეში ერთხელ, გაივლის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას .
ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება დაავადებათა დროული გამოვლენის მიზნით.