საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა.
მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალაქი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა.
ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა.
ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია