გაცნობებთ, რომ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 854 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფის განცხადება ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში დასახლების საერთო კრების მოწვევის თაობაზე.
საინიციატივო ჯგუფის გიორგი შარშენიძე, ნუგზარ კიკვაძე, გიორგი ბაღდავაძე.
მათ მიერ წარმოდგენილი იქნა
დასახლების საერთო კრების დღის წესრიგი
- საერთო კრების რჩეულის არჩევა;
- ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფელ სალხინოს ცენტრში მდებარე, ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში (ს/კ 31.06.24.036) მედიათეკის (თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა) მოწყობის შესახებ პროექტის წინადადებების განხილვა.