ვანის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეხვედრები სალომინაოს და ფერეთას ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გაიმართა.
დღევანდელ შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ძირითად მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად მოახდინოს სოფლისთვის საჭირო პროექტების ინიცირება და დაგეგმვა.
სოფელ სალომინაოსა და ბაგინეთში მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას შიდა გზების რეაბილიტაცია ,სასმელი წყლის სისტემის მოწყობა და სანიაღვრე არხების გაწმენდა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 000 ლარია გამოყოფილი.
ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებმა საბავშო ბაღის კეთილმოწყობას ერთხმად დაუჭირა მხარი.
მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტის განსახორციელებლად ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 000 ლარია გამოყოფლი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყოველდღიურად მიმდინარეობს და 13 თებერვალს დასრულდება.