დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის თამაში ბაღდათის ცენტრალურ მოედანზე საფეხბურთო კლუბ „ სულორი-ვანი“-ს გამარჯვებით დასრულდა .
ანგარიშით 2:0.
„სულორი-ვანი“ და „ ბაღდათის- საირმე“ თანაბარი ქულებით იბრძოდნენ პირველ ლიგაში გადასასვლელად, ვანელი ფეხბურთელების ძლისხმევამ შედეგი გამოიღო და კლუბი „სულორი-ვანი “ ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.
ბაღდათის ცენტრალურ სტადიონზე მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებული–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე და ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დაესწრნენ.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას საფეხბურთო კლუბ „სულორი-ვანი“-ს და წარმატებებს უსურვებს.