ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დღეს განახლდა.
საპრსიაში მიმდინარე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
16 თებერვალს ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები, ქვათაცვენისა და უამინდობის გამო ორი დღით შეჩერებული იყო.
დღეს დილიდან კი მძიმე ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად განაახლა.
ქვათაცვენის ყველაზე დიდი კერა უკვე მოხსნილია ,მიმდინარეობს მცირე კერების გაუვნებელყოფა.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ ,დაახლოებით სამ დღეში სრულად გაიწმინდება გზის აღნიშნული მონაკვეთი და აღდგება საავტომობილო მოძრაობა.
მანადე კი ადგილობრივები ალტერნატიული გზით ისარგებლებენ.