ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის N1409 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სოფელ საპრასიისთვის გამოყოფილი თანხიდან რომლის მთლიანი ოდენობა 102 000 ლარს შეადგენს,სოფელში 15 დასახელების სამუშაოს შესრულებაა დაგეგმილი.
ამ დროისთვის იხრეშება სოფელთან დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა და საპრასია-რომანეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი.
მდინარე დურბეშაზე, საპრასია-რომანეთის გზების გასაყარზე გაბიონის მოსაწყობად 18 200 ლარი დაიხარჯება.
საპრასია-რომანეთში გზის აღდგენით სამუშაოებს ი/მ გუგა ახვლედიანი ახორციელებს.
რომანეთში ამირან ხურციძის სახლთან სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის აღდგენის სამუშაოებს შპს „ზიმო“ განახორცილებს, აღნიშნული ხიდის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 25 000 ლარია გამოყოფილი.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ ,სამუშაოები ვადების დაცვით,ხარისხიანად ხორციელდება.