ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა გიორგაძე,გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში,ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
აღნიშნული შეხვედრაზე,რომელიც იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“-ს ორგანიზებით ჩატარდა ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესახებ იმსჯელეს.
საუბარი შეეხებოდა მზის კოლექტორის გამოყენების მნიშვნელობას და თავისებურებებს,როგორც გაირკვა, მზის ენერგიის წყლის გათბობაზე გამოყენება ხარჯების 70%-მდე შემცირების საშუალებას იძლევა.
სპეციალისტების შეფასებით, ცხელ წყალზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება მზის ენერგიის გამოყენებით, წლის თბილ თვეებში 100 % -ით ხოლო ზამთარში 40-60%-ითაა შესაძლებელი.
პროექტს “იმერეთის რეგიონში სოფლების განვითარების ხელშეწყობა ენერგოეფექტიანი მიდგომების დანერგვით” ორგანიზებას უწევს: იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის და საქართველოს მეწარმეობის განვითარების ასოციაციის, მხარდაჭერით.
პროექტი მიმდინარეობს მცირე გრანტების პროგრამის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.