ვანის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.
პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ,მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დღეს სალხინოს, ციხესულორის და ზეინდრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფელ სალხინოში მოსახლეობა ჩახუნაშვილების უბანში და სკოლისწინა მხარეს სკვერის მოწყობას, მინი სტადიონის მოწყობას და ძაგნიძეების უბანში დენის კაბელის შეძენას ითხოვს.
სოფელ ზენობანში კი მოსახლეობისთვის წისქვილის დაბილინგება და გარე განათების მოწყობაა პრიორიტეტული.
სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 000ლარია გამოყოფილი.
ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივები შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას და გარე განათების მოწყობას უჭერენ მხარს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულს აქ მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას სოფლის ცენტრის მოწესრიგება და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა წარმოადგენს.
სოფელ შუა გორაში კი ადგილობრივები ბიბლიოთეკის შენობის რემონტს ითხოვენ.
ჯამში ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 000 ლარია გამოყოფილი.
ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები უკვე ყველა სოფელში გაიმართა.
მომავალ კვირას, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველა ინიცირებულ საკითხზე პროექტების შედგენა და სავარაუდოდ მარტის შუა რიცხვებიდან უკვე დაიწყება ინტენსიური სამუშაოები აღნიშნული პროექტების განხორციელების მიზნით.