სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში , შოშიტაიშვილების უბანში ბეტონის საფარი მოეწყო.
მიმდინარე სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.
შოშიტაიშვილების უბანში ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გიანი“-ს მიერ საავტომობილო გზის 730 მ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 84 132 ლარი დაიხარჯა, ამ ეტაპზე ხორციელდება ქვიშა-ხრეშოვანი გვერდულების მოწყობის სამუშაოები.