ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სოფელ მთისძირისთვის გამოყოფილი თანხიდან რომლის მთლიანი ოდენობა 105 800 ლარს შეადგენს აღნიშნულ სოფელში 16 დასახელების სამუშაო შესრულდება.
ამ მომენტისთვის სოფელში გზის დახრეშვის და არხების ამოწმენდის სამუშოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
სტიქიის პროგრამით მთისძირში მდინარე ნასერელაზე ფერმებთან არსებული რკინა-ბეტონის ხიდის დემონტაჟი მოხდება და მოეწყობა ერთმალიანი ხიდი რკინა-ბეტონის ბურჯებზე ლითონის კონსტრუქციის მალით, რომლის საპროექტო ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს.
სოფელ მთისძირში მიმდინარე სამუშოებს შპს „ვანის საგზაო“ ახორციელებს.