ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ხურციძის ინიციატივით, 28 ივნისს სოფელ ფერეთაში დასახლების სერთო კრება გაიმართა.
დასახლების საერთო კრებაზე, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ,განხილული იქნა სოფელ ფერეთაში მეჩაიეობის აღორძინების საკითხი.
ამ დროისთვის „ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველი პირების მიერ , სოფელ ფერეთაში შექმნილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ფერეთა ჩაი“.
საერთო კრებაზე გადაწყდა ,რომ „შპს „ფერეთა ჩაი“-ს დამფუძნებლები თავიანთ გაერთიანებაში მიიღებენ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს.
აღნიშნული კრება ძირითადად საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და ემსახურებოდა მოსახლეობისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას.
სამომავლოდ სახელმწიფოს ხელშეწყობით, სოფელ ფერეთაში შპს „ფერეთა ჩაი“-ს წარმომადგენლების მიერ ჩაის საწარმოს აშენება იგეგმება,რაც ხელს შეუწყობს სოფელში მივიწყებული ჩაის კულტურის განვითრებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.