მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ სოციალურად დაუცველ 30 ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა,მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ლილუაშვილმა დღეს მერიის შენობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს უმასპინძლეს ,დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათი გადასცეს.
მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა ერთ-ერთია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებულ სოციალური პროგრამების ჩამონათვალში, რომელიც 2011წლიდან მოქმედებს და პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფას გულისხმობს.
მსგავსი საქველმოქმედო აქციები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება.