ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ლაშა ლომჯარიას რეჟისორობით, კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობების მიერ წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი “შულერები” (მარკ ტვენის “მკვდარია თუ ცოცხალია”) მიხედვით.
პრემიერას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ. სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. კარლო საკანდელიძის ვანის სახალხო თეატრი სპექტაკლით “შულერები” იმერეთის თეატრალურ ფესტივალშიც მიიღებს მონაწილეობას და 3 ივნისს უფრო დიდი აუდიტორიის და კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.