წუხელ გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე სულორმა ვანის ავტოსადგურის და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დატბორა.
დილიდან ავტოსადგურის ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიის გამო ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოცხადდა შაბათობა და გამგეობის ყველა თანამშრომელი ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში.
ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს დილიდან გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა გიორგაძე პირადად ხელმძღვანელობს.
როგორც კომუნალურ სამსახურში აცხადებენ,სპეციალური ტექნიკა მთელი დღე იმუშავებს და საღმომდე ქალაქის ტერიტორია სრულად იქნება გაწმენდილი.