ვანის მუნიციპალიტეტის ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება .ამ დროისთვის სოფელ ციხესულორში, ავალიანების უბანში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.აღნიშნულ უბანში გზის მოასფალტების სამუშაოები გამგებლის პირველმა მოადგილემ, ლაშა გიორგაძემ პირადად დაათვალიერა.ავალიანების უბნის მოასფალტებაზე 43 000 ლარი დაიხარჯება.ციხესულორში მიმდინარე სამუშაოებს შპს “გორკემი” ახორციელებს. მთლიანად ციხესულორის მასშტაბით სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში 43 დასახელების სამუშაოს განხორციელებაა დაგეგმილი, სოფელში მიმდინარე სამუსაოების შესასრულებლად ბიუჯეტიდან 237 400 ლარი დაიხარჯება.